ოპოზიციური პარტიებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
პარლამენტში ამ წუთებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები და ხელს აწერენ დადგენილებას, რომლითაც მოითხოვენ, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გომელაურის და საქართველოს მთავრობის „ეფესბესთან“ კავშირის გამოსაძიებლად.
პირველი ხელმოწერა სალომე სამადაშვილმა დააფიქსირა.
პარტია "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა ხელმოწერის დროს განაცხადა, რომ კომისიის შექმნა შედეგიანი აუცილებლად იქნება.
აღნიშნულ დოკუმენტს პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აწერდნენ ხელს. ვინაიდან ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი აღნიშნულ საქმეში სიცხადის შეტანით.
მათ გოგაშვილით დაწყებული, ყველა სხვათი გაგრძელებული უნდა გამოიყვანონ სააშკარაოზე. ამიტომაც ამ ხელმოწერებს "ოცნებისთვისაც დავტოვებ ღიას". ხელმოწერები, გაგრძელდება ამ დღეებშიც". - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ახლა ოპოზიციონერ დეპუტატებს კომისიის შესაქმნელად 50 ხმის მობილიზება სჭირდებათ.