ევროპარლამენტის მხარდაჭერა უკრაინას - ომში მყოფი ქვეყანა 5 მლრდ ევროს მიიღებს
მორიგი დახმარება ომში მყოფ ქვეყანას - უკრაინული მედიის ცნიბით, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შემოთავაზებას, რომელიც ევროპარლამენტმა ე.წ. „სასწრაფო პროცედურით“ მიიღო, მხარი 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა.
სესხი რუსეთის შეჭრით გამოწვეული მწვავე ფინანსური საჭიროებებს მოხმარდება.