„უცნობი" ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს და აქციას აანონსებს

22.04.21 12:00
„უცნობი" ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს და აქციას აანონსებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მოძალადეებს იცავს და ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდამჭერ აქციას აანონსებს. 

"უცნობი" დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებს: 

ვაპირებთ მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული ყველაფერს, აი ასე მდუმარედ, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი რა... ჩემი აზრით, პოლიტპატიმრები არის ის სამი ადამიანი, ვინც დღეს სანაიას გულისთვის სასჯელს იხდის, ისინი არიან როგორც მედიაპატიმრები, ასევე პოლიტპატიმრები, იმიტომ, რომ მედიამ აუწია და შემდეგ იმათ უნიათობით, შიშით თუ რაღაცით, პოლიტიკურად გადატყდა, რომ ეს ხალხი იჯდეს ციხეში. ამ ადამიანებს მარტო არ დავტოვებთ, რადგან უსამართლოდ იხდიან სასჯელს, იქ საერთოდ არაფერი მოხდა"- ამბობს "უცნობი"

მსგავსი სიახლეები