საქართველოს მთავრობის შესაძლო კავშირები რუსეთთან- პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

15.09.22 20:11
საქართველოს მთავრობის შესაძლო კავშირები რუსეთთან- პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

დავუშვათ, შევხვდი რუსეთის ეფ ეს ბეს წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? - ეს იყო დღეს შს მინისტრის გზავნილი მათთვის, ვინც საგამოძიებო კომისიაზე მისი პასუხების მოსმენას ელოდება.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში შს მინისტრი კითხვების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იქნება. თუმცა კომისია მხოლოდ გომელაურით არ შემოიფარგლება. პასუხის გაცემა მოუწევს მასაც, ვინც გომელაურს დავალებებს აძლევდა.

ოპოზიცია უკვე აანონსებს, რომ პარლამენტში მისვლა ბიძინა ივანიშვილსაც მოუწევს - დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია და საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომელსაც მხოლოდ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

,,ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების გასვლის შემდეგ, რომელიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების მჭიდრო კავშირს ეხება, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური ტელეკამერების წინაშე პირველად გამოჩნდა.

რა კავშირი აქვს საქართველოს მთავრობას რუსეთთან - სისტემის მხილების სერიას ციხიდან სოსო გოგაშვილი განაგრძობს, რომელიც ასევე ადასტურებს რომ ყველა მის მიერ დასახელებულ დანაშაულებრივ ქმედებების მონაწილე თავადაც იყო მაშინ, როცა თანამდებობა ეკავა. 

ვრცლად იხილეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები