ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციური პარტიების განცხადებას გაემიჯნა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, პატიმრობაში მყოფი გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას გაემიჯნა:
როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.
24 ოპოზიციური პარტია ხელისუფლების მხრიდან გოგი წულაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებაზე საუბრობს და დაკავებულს მხარდაჭერას უცხადებს.