რუსული ტანკერი ფოთის პორტში - ქემოკლიძე, საქართველოს სანქცირების რისკზე საუბრობს
როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ფოთის პორტში და როგორ იქცა საქართველო რუსეთისთვის შავ ხვრელად? – პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე საქართველოს შესაძლო სანქცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს და უნდა დაადასტუროს, რომ ინფორმაცია არის მცდარი.
ქემოკლიძის თქმით, ძალიან სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ქვეყნის სანქცირების მაღალი რისკი არსებობს.
ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, რომელმაც გარკვეულწილად სახელმწიფო საქართველოს შეიძლება სანქცირების რისკი შეუქმნას სხვადასხვა მიმართულებით. ამას სჭირდება სიღრმისეული გამოძება და ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მყისიერი რეაგირება. სახელმწიფომ ძალიან მკაფიოდ უნდა დაადასტუროს, რომ ეს ინფორმაცია არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო სანქცირების რისკი ასეთ კონკრეტულ ქეისებზე არის ძალიან სერიოზული“. - ამბობს კახა ქემოკლიძე.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი მართლაც შემოვიდა და მართლაც დაიცალა ტვირთი პორტში. თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში
ტანკერი „კალიოპე“ ფოთის პორტში 2 დღის წინ შემოვიდა.
ბოლო თვეებია საქართველოს სანტრასპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად და შავ ხვრელად იქცა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსული გემი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შემოდის და ტვირთი შემოაქვს.