უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი რომან დრიბნი საქართველოში არ შემოუშვეს - გიორგი ვაშაძე

17.09.22 18:30
უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი რომან დრიბნი საქართველოში არ შემოუშვეს - გიორგი ვაშაძე

უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიწვეული უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი რომან დრიბნი საქართველოში არ შემოუშვეს - საგანგებო განცხადება ამ საკითხზე პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართა.  

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დრიბნი უკრაინიდან თბილისში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა, ჰქონდა შესაბამისი საშვიც, თუმცა ის უკან, უკრაინაში გააბრუნეს. 

დღეს თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს ჩვენს მიერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოწვეული რომან დრიბნი, უკრაინის მოქალაქე. დედა სიდონიას ორგანიზებით, 25 სექტემბერს კახეთში, წინანდალში იმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, სპეციალური საშვით, მოწვევით და ნებართვით, უშუალოდ მე ვეხმარებოდი რომ ეს ნებართვა აეღო, უკრაინის ტერიტორიიდან შემოდიოდა საქართველოში და ეს ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააბრუნეს თბილისის აეროპორტიდან. ეს არის თავხედური კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შსს პრორუსული ქართული ოცნების დავალებით ჩადის“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები