სროლა კიკეთში - ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

17.09.22 19:21
სროლა კიკეთში - ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

სროლა კიკეთში - ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით,  სროლის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილი ქალები თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. 

"პირველების" ინფორმაციით სისხლიანი დაპირისპირება ფულის გამო მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები