სასტიკი მკვლელობა ვალის გამო? - "შაბათის ეთერმა" კიკეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია

17.09.22 20:18
სასტიკი მკვლელობა ვალის გამო? - "შაბათის ეთერმა" კიკეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია

"შაბათის ეთერმა" კიკეთში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია- "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი ვალია, რომელიც ხოჯიკაშვილების ოჯახს სავარაუდო დამნაშავისთვის ჰქონდა დასაბრუნებელი. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა გელა ნიორაძე დააკავეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ხოჯიკაშვილებს საქმის გასარჩევად მიუვარდა. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, კი გარდაცვლილი, გია გათენაძე სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა ის ნიორაძისთვის იარაღის წართმევას და დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. სროლისას დაიჭრა 5 პირი, მათ შორის ხოჯიკაშვილების მოხუცი დედა.  დაჭრილებს შორის არიან ოჯახის სტუმრები, რომლებიც სუფრაზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება გარდაცვლილს, გია გათენაძე წყნეთის გზაზე, სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

ირკვევა, ისიც, რომ სავარაუდო დამნაშავეც კიკეთში ცხოვრობს. ადგილობრივები "შაბათის ეთერთან" პირად საუბარში აცხადებენ, რომ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო.

საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, ავტომობილი, რომელიც სავარაუდო ბრალდებული გადადგილდებოდა, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე იპოვეს, ეს მაშინ, როცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახა მურადაშვილი ამბობს, რომ ბრალდებული სოფელ კიკეთში დააკავეს. 

გამოზიებამ უნდა გასცეს პასუხი, ვინ იჯდა ავტომობილზე და რატომ არის ის დაცხრილული. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ასევე დატოვეს სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებმაც, ადგილს პოლიცია იცავს. 

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 კი დაიჭრა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. 

 

მსგავსი სიახლეები