კობახიძის დედა "შაბათის ეთერის" წინააღმდეგ - თამარ ზაალიშვილი TV პირველს სასამართლოში უჩივის
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედა, თამარ ზაალიშვილი "ნოდარ მელაძის შაბათს" სასამართლოში უჩივის.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე 2021 წლის ზაფხულში გასული სიუჯეტის გამო დაობს.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარი იყო თეატრალური უნივერსიტეტის ყალბი დიპლომების სკანდალზე სავარაუდო თვალის დახუჭვაზე იყო საუბარი და თინათინ ზაალიშვილს მძიმე ბრალდებას უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ამხელდა.
კობახიძის დედამ სასამართლოში სარჩელი რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან 4 თვის შემდეგ შეიტანა. იურისტების თქმით, ზაალიშვილმა კანონით გათვალისწინებული 100 დღიანი ვადა დაარღვია, ამის მიუხედავად მოსამართლე თინა ვაშაყმაძე სათატბიროდ გავიდა და გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დრო სამშაბათამდე აიღო.
არხის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნულ დავა სამართლებრივი საფუძვლისგან დაცლილია.
როგორც ჩანს, ჩვენი გამოძიებული ამბები, ხელისუფლებისთვის ისეთ თავის ტკივილად იქცა, რომ სასამართლოს ხელით ცდილობს შეზღუდოს აზრის და გამოხატვის თვისუფლება!"- აცხადებს გადაცემის ავტორი ნოდარ მელაძე.