მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც გატერორებენ, ,,გავერბოვკებენ", ჩვენ დაგეხმარებით - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკურ ოპონენტებზე უკანონო თვალთვალი და ახალგაზრდების ჯაშუშებად ჩანერგვა პარტიებში - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ,,ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას სპ[ეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობის საფრთხის წინაშეა, სახელმწიფო სისტემა მილიონებს ცხარჯავს ოპონენტების უკანონო მოსმენაზე, თვალთვალს და ახდენს ახალგაზრდების დაშინებას, რათა ისინი ჩანერგოს სხვადასხვა პარტიაში.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლების შანტაჟის მსხვერპლ ახალგაზრდებს, გამოაშკარავონ ხელისუფლების ქმედება, მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას და პოლიტიკური ოპოზიცია მათ დაიცავს.
გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ მასობრივი თვალთვალისა და ტოტალური მიყურადების კონკრეტული ფაქტები პოლიტიკურ ოპოზიციასთან მიმართებაში ,,ოცნების" მხრიდან.
რაც კიდევგ უფრო საგანგაშოა, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახური, ,,ქართული ოცნების" კგბ, როგორ აფუჭებს ახალგაზრდა ადამიანებს მასობრივად, ავერბოვკებს, აშინებს, სხვადასხვა შანტაჟით როგორ ახდენს მათ ჩანერგვას პოლიტიკურ ოპოზიციაში.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30% საჭმელს ყოვედღიურად ვერ ყიდულობს, საიდანაც ჩვენი თანამემამულეები ემიგრაციაში გარბიან, რადგან აქ ლუკმა პურს ვერ შოულობენ, ასეთი ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი იხარჯება კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, ტოტალურ კონტროლზე, ადამიანების გაფუჭებაზე.
ეს ვერაგი დამნაშავეები, სახელწიფოს მტრები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე არიან მოკალათებული, ადამიანებს მთელ ცხოვრებას უსპობენ.
მათმა თვალთვალმა ვერაფერი ვერ გამოავლინა და დაადასტურა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია სწორად ვცხოვრობთ, დაამტკიცა, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის.
მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც გაშინებენ, გატერორებენ, გიყენებენ, მოდით და აღიარეთ! დაგველაპარაკეთ და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი სახელისა და რეპუტაციის გადარჩენაში.
ვინც თქვენ ეს დანაშაული ჩაგადენინათ, მოგეხმარებით, რომ ყველას ვაზღვევინოთ. - აცხადებს გიორგი ვაშაძე.