საქართველოს პრემიერი ამერიკაში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში გაემგზავრა. საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიას დაესწრება.
პრემიერთან ერთად გაეროში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.
საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პოლიტიკოსებთან. დიდი ალბათობით პრემიერ ღარიბაშვილს მოუწევს, თავი იმართლოს იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რაც მისი ტრიბუნიდან ძალზე ხშირად ისმის.