პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტრასბურგში უჩივის

18.09.22 13:40
პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტრასბურგში უჩივის

ქართველმა ლექტორმა სტრასბურგის სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სეიტანა.  გადაწყვეტილება პროფესორმა ცირა ბარამიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც 2 ინსტანციის ქართულმა სასამართლომ მისი გამამტყუვნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცირა ბარამიძემ, უარი თქვა, განეხილა სტუდენტი დარია კუდრიავცევას სადისერტაციო თემა სათაურით ,, რუსეთის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტები სამხრეთ კავკასიაში".

სტუდენტმა იჩივლა. ამის გამო კი უნივერსიტეტმა ლექტორს ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა, რაც პროფეორისთვის კატეგორიულად მიუღებელია.  

ამჟამად გრძელდება დავა სტრასბურგში, რომელიც დაიწყო რექტორის ბრძანების საფუძველზე. ბრძანება გულისხმობდა გაფრთხილებას, რომელიც არის ადმინისტრაციული სახდელი. ის გამოიტანეს ეთიკის კომისიის ბრძანების საფუძველზე. მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ მე არ დავეთანხმე სტუდენტის თემას,  ,,რუსეთის ჰუმანიტარული პროექტები სამხრეთ კავკასიაში". 

სასამართლომ გადაუწყვეტელი დატოვა საკითხი, ანუ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და გაწელა პროცესი - განაცხადა ცირა ბარამიძემ.

ცირა ბარამიძე აცხადებს იმასაც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა და მას კრემლის გავლენების წინაღმდეგ ბრძოლა მარტოს უწევს. 

მსგავსი სიახლეები