საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში საპროტესტო აქციებს აფინანსებს - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
სოხუმში დაწყებული საპროტესტო აქციების უკან საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან - ეს განცხადება აფხაზეთის ე. წ. სააგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, რუსულ მედიასთან გააკეთა.
არძინბა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოხუმის ქუჩებში გამოვიდნენ და რუსებისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა საპროტესტებენ.
პუტინს უნდა, ბიჭვინთაც მიითვისოს - რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გადაეცეს კრემლის მაღალჩინოსნებს ბიჭვინთა 49 წლით, ადგილობრივი ახალგაზრდობის მწვავე პროტესტი მოყვა.
სოხუმის ქუჩაში ადამიანები ბიჭვინთის დასაცავად გამოვიდნენ.