არც გირაო, არც ამნისტია - "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია

22.04.21 14:02
 არც გირაო, არც ამნისტია - "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია

ამნისტიის კანონპროექტს ჩაშლა ემუქრება - "ტვ პირველის" ინფორმაციით, რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიასთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი  გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს. 

მსგავსი მოლაპარაკებების არსებობას, "ნაციონალურ მოძრაობაში" კატეგორიულად უარყოფენ. ,,ენმ"-ში აცხადებენ, რომ მელია არ არის თანახმა, ამნისტიის აქტი გამოიცეს, ან გირაო ვინმემ გადაიხადოს. 

ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ განიხილავს გირაოს, მისთვის მიუღებელია გირაოს გადახდა, ვის მიერაც არ უნდა იქნას ის გადახდილი. ის თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გადასახადი, რასაც არ მიიღებს და არ დათანხმდება. 

მისთვის დაუშვებელია ის ამნისტია, რომელზეც დღეს არის ლაპარაკი. მისივე განცხადებით და ეს არის ჩვენი, ,,ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაც, ეს ამნისტია არის ისტორიის გადაწერა. მოუწოდებთ ყველას, არ დაუჭირონ მხარი ასეთი ტიპის ამნისტიას - არც გირაო და არც ამნისტია - არც ერთ ამ კომპონენტს ნიკა მელია არ ეთანხმება და წინააღმდეგია "- ამბობს აკაკი მინაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები