სალომე ზურაბიშვილი ლონდონში ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონილზე ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლან-კასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით სამეფო ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ხვალ გარდაცვლილი მონარქის სამოქალაქო პანაშვიდს და მიიღებასაც დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ მესამის სახელით გაიმართება.
ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდრებს გამართავს პარლამენტის თემთა პალატაში.