"არცერთი სისტემა არ მუშაობს უხარვეზოდ" - სერგეენკო ფარულ მოსმენებზე

19.09.22 11:13
"არცერთი სისტემა არ მუშაობს უხარვეზოდ" - სერგეენკო ფარულ მოსმენებზე

"ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკო ოპოზიციის ლიდერების უკანონო თვალთვალს არ გამორიცხავს. სერგეენკო, ფაქტორბივად, აღიარებს, რომ სისტემა შესაძლოა, ხარვეზებით მუშაობს. 

შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად რეალური იყო თუ არ იყო რეალური ეს ყველაფერი, რამდენად იყო ეს მტკიცებულება, ეს მათი კომპეტენციაა და გამიჭირდება, რომ ჩავერიო. არცერთი სისტემა არ მუშაობს უხარვეზოდ და ასპროცენტიანი სიზუსტით, თუკი არსბეობს რაიმე ხარვეზევბი, ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, - თქვა სერგეენკომ. 

 "ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.  გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.  

მსგავსი სიახლეები