"საკუთარ თავს არ დაიჭერენ" - ხაბეიშვილის თქმით, "ოცნება" ფარული მიყურადების საქმეს არ გამოძიებს

19.09.22 11:21
"საკუთარ თავს არ დაიჭერენ" - ხაბეიშვილის თქმით, "ოცნება" ფარული მიყურადების საქმეს არ გამოძიებს

სუსის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების საქმეზე ოპოზიციას საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებას" კრიმინალებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დამნაშავე რეჟიმი საკუთარ თავს არ დასჯის. 

ცხადია, ნორმალურ სახელმწიფოში უკვე რეაგირება ექნებოდათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ კრიმინალურ ხელისუფლების მხრიდან  ამაზე რაგეირება არ იქნება. საკუთარ ხელს არავინ მოიჭრის და საკუთარ თავს არავინ დაიჭერს. ქვეყნის გარეთაც უნდა იცვოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორ პირობებში უწევს ოპოზიციას მუშაობა, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, მოქალაქეებს, როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს არის მკვეთრად გარანტირებულად ჩამოყალიბებული რუსული რეჟიმი , რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ, - თქვა ხაბეიშვილმა. 

 "ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.  გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.   

მსგავსი სიახლეები