"უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი" - კალაძე ოპოზიციაზე უკანონო თვალთვალს და მიყურადებას არ აღიარებს
დედაქალაქის მერი ოპოზიციაზე უკანონო თვალთვალს და მიყურადებას არ აღიარებს. ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებს კახა კალაძე უნიჭო სპექტაკლს უწოდებს. მისი თქმით, ანალოგიური ვიდეობის მომზადება თვადაც შეუძლია.
ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეითითხნილი იყო ეს ყველაფერი. ასე რომ, საზოგადოება ძალიან კარაგდ ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას. შესაბამისად, მე დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია. ნებსმიერ ადამინს შეუძლია ანალოგიური გააკეთოს. აი, მე დავჯდე ახლა და ანალოგიურად გავაკლეთო ეგ ვიდეობი, - თქვა კალაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.