რეორგანიზაცია გორის მერიაში - გაშვებული თანამშრომლები ლადო ხინჩეგაშვილს უჩივიან
გორის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ლადო ხინჩეგაშვილის წინააღმნდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. რეორგანიზაციის საფუძველით 13 ადამიანი გაუშვეს, მაგრამ სასამართლოს ჯერ სამმა ადამიანმა მიაკითხა.
გათავისუფლებულების ნაწილი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ გორის მერსს თვითმართველი ორგანოს დაკომპლექტება საკუთარი ახლობლებით უნდა.
ჩატარდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 13თანამშრომლიე, აქედან გახლავართ ერთ-ერთი მე. ვმუშაობდი გორის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების განყოფილების მთავარ სეპციალისტად. ამ პოზიციას ვიკავებს 9 წელია. ვაპირებ მივმართო სასამართლოს, იმიტომ, რომ კონსულტაციების გავიარე რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციის იურისტებტან და არსებობს ეჭვი, რომ რეორგანიზაცია გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობდა და ვიბრძლებ ჩემი ღირსებისა და ღირებულებების აღსადგენად, - ამბობს ნაილი მელანაშვილი.