ტოტალური კონტროლი - სუს-ი ლევან გოგიჩაიშვილსაც უსმენდა
"ქართული ოცნება" უკანონო ფარულ თვალთვალს მისს ყოფილ წევრებზეც ახორციელებდა. "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ფაილებში აღმოჩენილია ლევან გოგიჩაიშვილის მიყურადებისა და თვალთვალის ფოტო და ტექსტური შეტყობინებები.
დგინდება, რომ ინტერესის ობიექტი იყო "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მარიამ ჯაშიც.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უკანონოდ ისმენდნენ მათ კომუნიკაციას რიგით მოქალაქეებთან, ექიმებთან და საბავშვო ბაღის აღმზრდელებთანაც კი.
ქართული ოცნება სწორედ იმიტომ დავტოვეთ, რომ მმართველობაში, რომელიც საბოლოო ჯამში ივანიშვილმა დაამკვიდრა, დემოკრატიის არავითარი კომპონენტი არ დარჩა. ივანიშვილმა გადაიღო სააკაშვილის ვნებები ფარულ მოსმენებთან და მიყურადებებთან დაკავშირებით. ის უკვე ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ისეა დამოკიდებული, რომ მოაშორო, შესაძლოა, ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას.
ყველაზე დიდი ტრაგედია, ის არის რომ ამ ქვეყანას არც პროკურატურა, არც პარლამენტი არ ჰყავს. სუს-ის კანტორა, არის ანტისახელმწიფოებრივი დაწესებულება. თუ თქვენ გავქთ მასალები ანახეთ საზოგადოებას, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ეს ხალხი! ივანიშვილის სისტემას პასუხისმგებლობა მოუწევს"- აცხადებს "პირველებთან" ლევან გოგიჩაიშვილი.