დატოვეთ დანაშაულებრივი, ივანიშვილის პირადი სისტემა! - შალვა ნათელაშვილი სუს-ის თანამშრომლებს მიმართავს

19.09.22 14:00
დატოვეთ დანაშაულებრივი, ივანიშვილის პირადი სისტემა! - შალვა ნათელაშვილი სუს-ის თანამშრომლებს მიმართავს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა სუს-ის მოქმედ თანამშრომლებს მიმართა, ერთი თვის განმავლობაში დატოვონ სამსახურები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, მათ წინააღმდეგ, აშშ-სა და ევროპაში.  სანქციები დაწესდება. 

ხელისუფლების შეცვლისთანავე, ეს სტრუქტურა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაუქმებული ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სივრციდან. მანამდე მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელს - ხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე: დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ოპოზიციონერი "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლითაც დგინდება, რომ სუს-ი ოპოზიცის ლიდერების შეხვედრებს იწერს, ხელისუფლების ოპონენტებს იწერს და პარტიებში აგენტები ჰყავს ჩანერგილი. 

 ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სუს-ზე, რომელიც ივანიშვილის პირადი უშიშროებაა" - აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი 

მსგავსი სიახლეები