თანამშრომლები ავიაციიდან კი არ წავიდნენ, არამედ დაბრუნდნენ - ჯუანშერ ბურჭულაძე

19.09.22 14:47
თანამშრომლები ავიაციიდან კი არ წავიდნენ, არამედ დაბრუნდნენ - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება. 

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, თანამშრომლები ავიაციიდან კი არ წავიდნენ, არამედ დაბრუნდნენ. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, რამდენი ლარი დაიხარჯა სამხედრო ავიაციისთვის. 

მეტიც,  ბურჭულაძის განცხადებით, თანამშრომლები ავიაციიდან კი არ წავიდნენ, არამედ დაბრუნდნენ.

ავიაციას შემოუერთდა, დაუბრუნდა ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლის განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ წასულები. ავიაციაში დაბრუნდნენ თანამშრომლები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"პირველების" კითხვაზე,  რა მიზნით გადაწყდა ფრანგული "მისტრალ ატლასის" შეძენა, აქვს თუ არა მას არსებულ სისტემაზე უკეთესი მახასიათებლები  თუ მტრის საფრენი აპარატების შესაძლებლობის გათვალისწინებით იქნა ნაყიდი, მინისტრი აღნიშნავს, რომ "ჟურნალისტს" "რაღაც არეწრია". ინფორმაცია კი "არარელევანტურია". 

მსგავსი სიახლეები