ოპოზიციის ლიდერების თვალთვალი - სუს-ის ფაილებში პეტრე ცისკარიშვილის გვარიც აღმოჩნდა
პეტრე ცისკარიშვილის გვარი სუს-ის ფაილებში - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ფაილების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს სუს-ის თანამშრომლები აეროპორტში უთვალთვალებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა წინასწარ იცოდნენ საიდან მოფრინავდა და ვისთან ერთად ოპოზიციის ლიდერი.
პეტრე ცისკარიშვილი "პირველებთან" ადასტურებს სუს-ის ფაილებში ნახსენებ ფრენას - მისი თქმით, ის 2012 წლის 21 მაისს კიევიდან ნამდვილად დაბრუნდა.
მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ რეისი 511 კიევი-თბილისის ბორტზე ცისკარიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, კობა ნაყოფია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.
ამ ჩანაწერებით და ამ კრეფსებით ზედმიწევნით ჩანს, რუსული ოცნების რეალური სახე. რაში ხარჯავენ სახელმწიფო რესურსს, ბიუჯეტს, რაზე ამუშავებენ თავის უშიშროების თანამშრომლებს? - არა რუსხებზე, არა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე ყოფნაზე, არამედ ოპოზიციონერების და სხვადასხვა სამოქალაქო პირების დევნასა და თვალთვალსა და მიყურადებაზე"- აცხაებს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.
მისი თქმით, სკანდალის შემდეგ, ხელისუფლება არათუ გადადგება, არამედ ამ მავნე პრაქტიკას ისევ გააგრძელებს.
აკო მინაშვილი, რომელიც კრებსებშია ნახსენები, "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება სუს-ის უფროსს და მტავრობას გადააყენებდა, თუმცა ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
კობა ნაყოფიას არ გაჰკვირვებია, რომ სუს-ში დოსიე მის შესახებაც ინახება. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ის დიდი ხანია მიყურადებისა და თვალთვალის რეჟიმში ცხოვრობს.
ჯობია, ეს რესურსი მიმართონ ქვეყნის უდაფრთხოებისკენ და არა ოპონენტების, პოლიტიკური პარტიების თუ რიგითი მოქალაქეების მიყურადებასა და თვალთვალზე. რა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ გავქვს, რომ ობიექტური გამოძიება დაიწყება, თუმცა საქართველოში ის დროც დადგება, როდესაც მსგავს მოვლენას ადგილი არ ექნება"- დასძინა ენმ-ს წევრმა.