საქართველომ მილიარდი დოლარის რუსული ნავთობი იყიდა
უკრაინასთან ომის შემდეგ საქართველომ მილიარდი დოლარის რუსული ნავთობი იყიდა - ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყანა საწვავის ნომერ პირველ მომწოდებლად იქცა. გასულ წელთან შედარებით იმპორტი ციფრებში 68%-ით მეტია. ნავთობის გარდა რუსეთიდან საქართველო ყიდულობს, ბუნებრივ აირს, ფქვილს და ქვანახშირსს.
რუსული საწვავის წილი ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის არის 45. 3 % უკვე, ანუ იზრდება. ცუდია იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთს გავუღებთ ფართოდ კარები, რომელიც არ არის მყარი პარტნიორი. მე ვამჯიბინებდი, ვთქვათ, სხვა პარტნიორს, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს.დღეისთის რუსეთი გვაწვდის იმ ფასში და იმ ხარისხს, რომელსაც არცერთი მომწოდებელი არ გვაძლევს, - აცხადებს ვახო იობაშვილი.