საქართველოში მუშაობა შეუძლებელია - ინტერვიუ ემიგრაციაში წასულ პილოტთან

19.09.22 17:24
საქართველოში მუშაობა შეუძლებელია - ინტერვიუ ემიგრაციაში წასულ პილოტთან

რატომ ტოვებენ სამხედრო ავიაციას გამოცდილი პილოტები?თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი "პირველებს" ინტერვიუს ემიგრაციიდან, შეერთებული შტატებიდან აძლევს და უყვება, რომ საქართველოში ამ პროფესიით მუშაობა შეუძლებელია.  

საფრენი აპარატები მოძველებულია და კაპიტალური რემონტი ესაჭიროება.​ ბორტ მექანიკოსი  პირდაპირ ამბობს, რომ საკუთარ სამშობლოში თავს უფუნქციოდ გრძნობდა.

არ იყო ფრენები, არ იყო სათანადო ტექნიკური მომსახურება, რესურსების არქონის გამო ძალინ ბევრი მფრინავია აქ ჩამოსული, ადამიანები, რომლებმაც წლები იფრინეს. საუბარია ხომალდის მეთაურებზე, ინჟინრებზე, რომლებიც დღეს ტრაილერებზე, ტაქსის მძღოლად მუშაობენ"- აღნიშნავს პილოტი. 

"აი ფაქტის" კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თავდაცვის უწყებიდან არაერთი სპეციალისტი და პროფესიონალი მფრინავი წავიდა. სამინისტროს დაფინანსება კი წლიდან წლამდე იკლებს. 

მსგავსი სიახლეები