ფარულ თვალთვალში მონაწილე ყველა პირის სისხლის სამართლის დამნაშავეა - ოპოზიციის საგანგებო განცხადება

20.09.22 11:09
ფარულ თვალთვალში მონაწილე ყველა პირის სისხლის სამართლის დამნაშავეა - ოპოზიციის საგანგებო განცხადება

"ნოდარ მალაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტს, რომელშიც სუსის მიერ ოპოზიციის ლიდერების ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზეა საუბარი, ოპოზიცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესშ მონაწილე ყველა პირი, დავალების გამცემიდან შემსრულებლამდე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულებას ექვემდებარება. 

ფარულ თვალთვალში მონაწილე ყველა ადამიანი, დავალების მიმცემიდან შემსრულებლამდე, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, საერთაშორიოს კონვენციების დამრღვევი, საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალი და რა თქმა უნდა, ექვემდებარება ობიექტური მართლმსაჯულების და კანონის აღსრულებას.
ამ ხელისულფების პირობებშ ოპონენტებზე ინფორმაციის შეგროვება მედიაზე, არასამტავრობოებზე, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე გადაიქცა მთავარ ღერძად ძალაუფლების შენარჩუნების. თუ გავითვალისიწნებთ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციის ძალიან მაღალ ხარისხს, და ეს დასტურდება მათ შორის იმ ადამიანებით, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა წლების განმავლობაშ სუსში, ეს ინფორმაცია ხვდება მტრის ხელში ისევე, როგორც ჩვენი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია, - განაცხადა დეკანოიძემ. 

 

ამასთან, დეკანოიძემ კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი,  რომ ივანიშვილი ხელისუფლება ევროკავშირთან შეუთავსებელია. 

კიდევ ერთხელ დასტურდება სწორედ ამ ყელაფრით, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლება, ზოგადად, შეუთავსებელია ევროკავშირთან, მის მმართველობის სტილთან და რა თქმა უნდა, მათი ამოცანა, თითოეეული ადამიანი,ს დაწყებული სუსის ყველა მმართველი რგოლის და შემსრულებლის არის ივანიშვილის მორჩილება და რა თქმა უნდა, არ არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები და პატრიოტიზმი, - განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.  

მსგავსი სიახლეები