სანქცირებული ირანული თვითმფრინავი საქართველოში - ხოშტარია საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმიერებას და კიევში ჩასვლას აპირებს
როგორ აღმოჩნდა სანქცირებული ირანული სატვირთო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში - ელენე ხოშტარია საქართელოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების გვერდით ავლასა და ხელშეწყობაში პირდაპირ ადანაშაულებს.
პარტია „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ამ თემაზე ის მოახდენს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმიერებას და ასევე ისაუბრა, რომ იგეგმება კიევში ვიზიტი.
ამერიკამ ამხილა ირანული ავიაკომპანია იმაში, რომ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით რუსეთში მიაქვს აკრძალული საქონელი, რომელიც მერე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. „იარაღ რ“-ის თვითმფრინავი, კონკრეტულად „ბოინგ 787“ 4 და 11 სექტემბერს ირანის სამხედრო აეროდრომიდან მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ასეთ თვითმფრინავს, რომელიც დღეს არის მხილებული რუსეთის სამხედრო დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ.
ქართული მხარის რეაქცია ჩვენს არაერთ განცხადებაზე იყო ტყუილი და დუმილი. ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ავიაკომპანია არ იყო სანქცირებული, როცა ამერიკის მიერ ეს კომპანია იყო სანქცირებული და დუმილი იმასტან დაკავშირებით, რომ თუ რა ტვირთი გადააქვთ მათ და რატომ შემოვიდა ორჯერ საქართველოს საჰაერო სივრცეში. ეს არის ზოგადად სანქცეიბისთვის ხელის შეწყობა და ჩნდება ეჭვი კონკრეტულად სამხედრო დახმარებაზე რუსეთისთვის.
ცხადია, არანაირი მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე არ გვაქვს, მაგრამ, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. მე მივდივარ კიევში და მათ შორის ამ თემაზე გვექნება კომუნიკაცია, რომ არავინ გაბედოს, ქართველ ხალხს მოსცხოს ჩირქი და ამ უბედურ ჟამს, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბუჩაში, ირპინში, ბოლოს იზიუმში, საქართველო იყოს რაიმე სახით მონაწილე ამ სამხედრო დანაშაულებებში. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ კონტროლს და მოვთხოვთ პასუხს ოლიგარქიულ მმართველობას მსგავსი უკანონო ქმედებებისთვის“. - ამბობს ხოშტარია.