ეს არის პირდაპირი თავდასხმა მედიაზე - ოპოზიციური არხები ხელისუფლების ვერდიქტის მოლოდინში

20.09.22 12:40
ეს არის პირდაპირი თავდასხმა მედიაზე - ოპოზიციური არხები  ხელისუფლების ვერდიქტის მოლოდინში

ოპოზიციური არხები  ხელისუფლების ვერდიქტის მოლოდინში - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს  დეპუტატები, სავარაუდოდ  კენჭს სესიაზე უყრიან.

„ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები, მედია მენეჯერების განცხადებით, პირდაპირ მედიის თავისუფლებას ზღუდავს.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოვებლი ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა მედიაზე.

ოპოზიციონერის თქმით, კანონი „ოცნების“ კომფორტზეა მორგებული.

რამე კანონი არსებობს საერთოდ მიღებული „ქართული ოცნების“ მიერ, რაც მათზე არ არის მორგებული და რაღაცის შეზღუდვისთვის არ არის, რაც კომფორტს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში, მედიაზე თავდასხმაა ეს პირდაპირ. თუ ვინმე სიძლვილის ენას იყენებს და ამ კანონში ზუსტად მაგაზე აპელირებენ, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნება“. - ამბობს ბოტკოველი.
 

მსგავსი სიახლეები