10-მდე მძევალი და მოთხოვნა 2 მილიონი ლარი - ბანკი სპეცრაზმის ალყაშია მოქცეული

20.09.22 13:13
10-მდე მძევალი და მოთხოვნა 2 მილიონი ლარი - ბანკი სპეცრაზმის ალყაშია მოქცეული

10-მდე მძევალი და მოთხოვნა 2 მილიონი ლარი. ახლა  მოვლენების ეპიცენტრი ქუთაისია, სადაც  პოლიცია უკვე რამდენიმე საათია, მძველების გათავისუფლებას და შეირაღებული თავდამსხმელის დაკავებას ცდილობს.
შეიარაღებული თავდსხმა, საქართველოს ბანკის ფილილაზე  ცოტახნის წინ მოხდა. 

,,საქართველოს ბანკში" სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და ათამდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

საკუთარი პირობები კი პოლიციას ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკ ლაივით წაუყენა.

ის სამ საათში 2 მილიონ ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვვაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით იმუქრება.

ვიდეოში ასევე, თავდამსხმელი მძევლებს უმეორებს, რომ მათ არაფერს დაუშავებს. 

შენობაში შესვლას პოლიცია ვერ ახერხებს. თავდამსხმელი ამბობს, რომ კარი დანაღმულია, კადრებში კი, სავარაუდოდ, შენობაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩანს.

ადგილზე სახანძრო მანქანების კოლონა ჩააყენეს, რომ მედიისთვის პერიმეტრის გადაღება ვეღარ მოხერხდეს.

ასევე ბანკის გარე პერიმეტრზე განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომლები და სპეცრაზმია მობილიზებული.

ბანკის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ როდესაც ბანკში ხმაური ატყდა, სიმაღლიდან ბანკის შეშინებული დამლაგებელი გადმოვარდა. სწორედ  ის არის ახლა ერთ-ერთი მთავარი მოწმე შეიარაღებული თავდასხმის საქმეში.

 

მსგავსი სიახლეები