"არც უარვყოფ, არც ვადასტურებ" - ბესიკ ალავიძე გოგაშვილის სკანდალურ განცხადებაზე
სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც ივანიშვილის დავალებით მოსამართლეებზე ზეწოლას გულისხმობს, მოსამართლე ბესიკ ალავიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.
"პირველებთან" საუბრის დროს ალავიძემ განმარტა, რომ მისი მიზანია სასამართლო სისტემიდან კლანის წასვლა, ინფორმაციის გასაჯაროვებამ კი შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
ამ ეტაპზე არც უარვყოფ, არც ვადასტურებ, ვიკავებ ცოტა ხნით თავს, იმიტომ, რომ ზოგადად, მე რომ კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ თემაზე, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის საქმეზე ვისაუბრო და ვთქვათ, დავუშვათ, რომ დავადასტურე ეს ინფორმაცია სწორია, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ იქ ვიღაცაზე იმოქმედებენ, ვიღაცას რაღაცას დაარიგებენ ასე თქვი ანუ ობიექტურობა, რომ დადგინედს და ჭეშმარიტება, ხომ ხელი შეეშლება ამ ყველაფერს. ჩემი ინტერესია, რომ ამ ქვეყანსა დავეხმარო, რომ კლანი წავიდეს სასამართლო სისტემიდან. აქედან გამოდინარე, მე არ მინდა, რომ ისე მოაწყონ ყველაფერი მერე და ისეთი გეგმა შექმნან, რომელთან წინააღმდეგობაც მერე უფრო გართულდება. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ატეპზე დეტალებზე ვისაუბრო, - თქვა ალავიძემ.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ზეწოლას ჯერ ჩინჩალაძე ახდენდა, შემდეგ კი საქმეში სუსი ჩაერთო. მოსართლეების დაშანტაჟების და მათი მოსყიდვის გეგმა კი დიდი ფულის სანაცვლოდ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში იგეგმებოდა.