განაწყენდა გოგაშვილი და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს - კობახიძე
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მორიგ სკანდალურ ბრალდებებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომიკურს უწოდებს. საუბარია სოსო გოგაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც რუსთავის 2 -ის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ალავიძეს გადაწყვეტილება იძულებით მიაღებინებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, გოგაშვილიც და ალავიძეც ხელისუფლებაზე განაწყენებულია და "სისულელეებსაც" ამიტომ ავრცელებენ.
წავიდეს ციხეში მაშინ, ჩაჯდეს ციხეში, თუ ასეთი რამე გააკეთა. რა სისულელეა ახლა... ჯერ გოგაშვილი, მერე ეს... ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს. ეს ხომ საოცრებაა, ჯერ სად ხდება ეგეთი რამე? გამოდიან და დანაშაულებს სჩადიოდნენ თურმე მთელი ეს წლები. აბსოლუტურად კომიკურია ეს ყველაფერი, გვეხვეწებოდა, პირადად მე მათ შორის, დასაქმებაზე და განაწყენდა გოგაშვილი და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს. ალავიძესაც, როგორც ჩანს, იგივე პრობლემა ჰქონდა, განაწყენდა, რომ უზენაესში არ დატოვეს და ახლა ავრცელებს ასე რამეს. არ ვიცი, შეიძლება ადამიანური მომენტია, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდეობის პირები ასე უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, სახელმწიფოს, პირველ რიგში, - თქვა კობახიძემ.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ზეწოლას ჯერ ჩინჩალაძე ახდენდა, შემდეგ კი საქმეში სუსი ჩაერთო. მოსართლეების დაშანტაჟების და მათი მოსყიდვის გეგმა კი დიდი ფულის სანაცვლოდ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში იგეგმებოდა.