ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება - ნიკა გვარამია

20.09.22 15:44
ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება - ნიკა გვარამია

არც ერთი სიტყვა საკუთარი პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით - პროცესზე ნიკა გვარამიას სიტყვით გამოსვლა 15 წუთი გაგრძელდა, სადაც  ,,მთავარი არხის" დამფუძნებელმა ისაუბრა უკრაინის წარმატებებზე, NDI -ს კვლევებზე, გააკრიტიკა საზოგადოება და ოპოზიცია, ასევე, აქცენტი გააკეთა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია დღეს საქართველოში, ეს არის საზოგადოება, შემდგომში ოპოზიციაც. მაგრამ საზოგადოება დღეს ასხივებს უმწეობას, ფლუსტრაციას და გადაწყვიტა, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და გადააბრალოს ოპოზიციას. თუ სუსტია ოპოზიცია, ეს საზოგადოების ბრალია. 

ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხოლო საზოგადოება არის გადაწყვეტილების მიმღები, მხოლოდ საზოგადოებას აქვს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა. 

ნებიმიერი შეიარაღებით აღჭურვილი ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ხალხთან, მედიასთან ბრძოლაში. - განაცხადა ნიკა გვარამიამ,

მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში დაცვის და ბრალდების შესავალ სიტყვას უსმენს.

იურისტები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მუხლი კი, რომლითაც ხელისუფლებამ ,,მთავარი არხის" დირექტორი 3 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა, უპრეცედენტოა.

ირკვევა,  რომ აღნიშნული მუხლით ბოლო 5 წელია, ,,ოცნების" სამართლოსაც კი პატიმრობა არც ერთი პირისთვის არ მიუსჯია. 

მსგავსი სიახლეები