"საქართველოს ბანკში" ვითარება დაიძაბა - თავდამსხმელმა მძევალი შებოჭა, ერთ-ერთი ქალი კი შეუძლოდ გახდა

20.09.22 16:40
"საქართველოს ბანკში" ვითარება დაიძაბა - თავდამსხმელმა მძევალი შებოჭა, ერთ-ერთი ქალი კი შეუძლოდ გახდა

ყაჩაღობა "საქართველოს ბანკში" -  თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი შებიჭილი ჰყავს, თვითმხილველების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცს ხელზე ე.წ. ხამუთი უკეთია. 

ამავე  ტრანსლირებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა, მას დახმარება ადგილზე მყოფმა სხვა მოქალაქეებმა აღმოუჩინეს. წამალი კი, რომელიც ქალბატონს დასჭირდა, შენობაში გარედან,  ფანჯრიდან მიაწოდეს.

მძევლები ისევ ითხოვენ, პოლიციამ შენობის პერიმეტრი სასწრაფო წესით დატოვოს.