შინაგან საქმეთა მინისტრი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

20.09.22 17:16
შინაგან საქმეთა მინისტრი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იქ, სადაც ,,საქართველოს ბანკის" ფილიალია მოთავსებული, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

ვახტანგ გომელაურს ამ დროისთვის მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

,,საქართველოს ბანკში" შესულმა მძარცველმა მძევლები აიყვანა და 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოსასყიდისთვის საჭირო თანხის შეგროვება ხდება.  

მსგავსი სიახლეები