სანქციებს არ ვუერთდებით, ეს არის ჩვენი პრინციპი - კობახიძე

20.09.22 17:41
სანქციებს არ ვუერთდებით, ეს არის ჩვენი პრინციპი - კობახიძე

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. სანქცირებულია ის ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს გავლით რუსეთში, სავარაუდოდ, სამხედრო ტვირთი ჩაიტანა.

ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია.

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინის რეჟიმმა საქართველო არ გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად.

პრინციპები არის ის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი და რა თქმა უნდა ბოლომდე გავყვებით ამ პრინციპს. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე, ბოლომდე და დავიცავთ მომავალშიც. თუ დავინახავთ, რომ რაღაცა ქმედება ნიშნავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი პოზიცია. თუ მომავალში გარემოებები შეიცვალა, ან თუ უკვე არის შეცვლილი დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადავხედავთ“. - აცხადებს კობახიძე.
 

მსგავსი სიახლეები