ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, მაგრამ პროკურატურა დუმს - საბა ბუაძე
უკანონო მოსმენების და თვალთვალის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს - ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი შოთაძის უწყებას ოფიციალურად მიმართაეს. ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ,,ლელოს" ლიდერებმა ოფიციალური განცხადება შეიტანეს.
"ნოდარ მელაძის ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუსი ,,ლელო"-ს თათბირებს სისტემატურად იწერდა და პარალელურად პარტიაში ჯაშუშები ჰყავდა შეგზავნილი.
მოვედით აქ იმისათვის, რომ პროკურატურისაგან გამოძიების დაწყება მოვითხოვოთ. უკვე რამდენიმე დღე გავიდა და წესით, კანონი ავალდებულებს, რომ ასეთი მასალის ეთერში გასვლის შემდეგ თავად დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროდ, პროკურატურა დუმს და არაფერს ამბობს.
ჩემი სატელეფონო საუბრები იყო უკანონოდ მოპოვებული, მათ სორის, მიმოწერა პარტიის წევრებთან. დახურული ტიპის მინოწერა - განაცხადა საბა ბუაძემ.