მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღებას ევროკავშირი ითხოვს - კობახიძე
ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში - მედია-ექსპერტებისა და პროფესიული წრეების მკაცრი კრიტიკის შემდეგ, მმართველმა პარტიამ კანონის საბოლოო მიღებამდე მათთან კონსულტაციები დააანონსა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონის მიღებას ევროკავშირი ითხოვს.
„ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თუ თვის ბოლომდე კანონს არ მიიღებენ, კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანა შეიძლება ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან გარიცხონ.
„ეს კითხვა დაუსვით ევროკავშირს, იმიტომ, რომ ევროკავშირი ითხოვს ამ კანონის მიღებას. თუ ვინმე იყენებს სიძულვილის ენას, იმ შემთხვევაში ჯარიმა ეკისრება. ეს არის პირდაპირი მოთხოვნა ევროკავშირის. თვის ბოლომდე ამას თუ არ მივიღებთ პირველი მოსმენით, ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან ქვეყანა შეიძლება გარიცხონ. მეორე მოსმენამდე გვექნება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან“. - ამბობს ირაკლი კობახიძე.