თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა - შეიარაღებული პირი $1.5 მილიონს ითხოვს

20.09.22 19:24
 თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა - შეიარაღებული პირი $1.5 მილიონს ითხოვს

თავდასხმა "საქართველოს ბანკზე"- თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა. შეიარაღებული პირი ახლა "$1.5 მილიონს ითხოვს. თავდაპირველად "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი  2 ლმნ. დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს ითხოვდა. 

რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომალაური ჩავიდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსებიც. 

 "პირველების" ინფორმაციით, სამი მძევალი თავისუფალია.

სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება. 

მსგავსი სიახლეები