სპეცოპერაციის შემდეგ, "საქართველოს ბანკის" ტერიტორიაზე მხოლოდ სამთავრობო მედია შეუშვეს
"საქართველოს ბანკში", სადაც სპეცოპერაცია 45 წლამდე თავდამსხმელის დაკავებით დასრულდა, მხოლოდ სამთავრობო მედია შეუშვეს. ბანკის შიდა პერიმეტრი ექსკლუზიურად მხოლოდ "რუსთავი 2"-მა გადაიღო. "ტვ პირველს" და სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს კი პოლიციელებმა ადგილზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.
შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი კოვზიაშვილს კი დღეს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე როგორ აღმოჩნდა მხოლოდ სამთავრობო არხის წარმომადგენელი ბანკის ტერიტორიაზე.