კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ივანიშვილსა და ,,ოცნებას" აღებული აქვთ ანტიდასავლური კურსი - ლევან ბეჟაშვილი
თუ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ, ქართული ოცნება მათ გაემიჯნება - ირაკლი კობახიძის ამ განცხადებით ნათელი ხდება, რომ ,,ქართული ოცნება" სრულად იზიარებს მათი რიგებიდან თითქოს წასული ოთხეულის სულისკვეთებას და პრაქტიკულად ამერიკის საელჩოსთან ახალ ომში შედის.
ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია დღემდე არ გამიჯვნია მათი რიგებიდან თითქოს წასულ ოთხეულს და უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ერთად შედიან, ოპოზიციას კიდევ ერთხელ უდასტურებს ეჭვს ,,ქართული ოცნების" მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური კურსის შესახებ.
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართულ ოცნებას" აღებული აქვთ ანტიდასავლური კურსი საგარეო ურთიერთობებში და პირდაპირ გამოდიან თავდასხმით საელჩოზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს.
დღეს ქვეყანას მართავს არა ,,ქართული ოცნება", არამედ რუსული ოცნება- აცხადებს ,,ენმ" -ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი.