რატომ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის ლიდერებს - სუსის შეფი "პირველების" შეკითხვას გაურბის
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სუსის შეფი კამერებთან პორველად გამოჩნდა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია. ოპოზიციის ლიდერების ფარულ მიყურადებაზე და თვალტთვალზე დასმულ კითხვებს სუსის შეფი გაექცა.
უკანონო თვვალთვალის მსხერპლი პოლიტიკოსები კი ევროსასმარლოში გასაგზავნად სარჩელს უკვე ამზადებენ, აქედან გამომდინარე, საქრთველოს ხელისუფლებას სტასბურგში პასუხების გაცემა მაინც მოუწევს.
ცნობილია ისიც, რომ სახალხო დამცველმა ევროსასამართლოს უკანონო მოსმენების საქმეეების დაჩქარებული განხილვის მოთხოვნით მიმართა.
ის კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს, რომ ხორციელდებოდა გარკვეული მიყურადება. რამედნიმე დღე გავიდა ამ ჩანაწერებიდან, ჩვენ არ მოგვისმენია კონკრეტული ოფიციალური განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კონკრეტული პირები არ იყვნენ, არ ახორციელებდნენ კონკრეტულ ქმედებებს. მიგვაჩნია, რომ ეს საყურადღენო საკითხებია. ეს არის ისეთი მიყურადების მასშტაბი, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ყველა სხვა სფეროზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვა მოხდეს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ადამიანების უფლებების დასაცავად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც ძალიან აქტიურად განიხილოს ის საჩვრები და პრიორიტეტულად, რომელიც უკვე გაგაზავნილია საქართველოდან, - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.