ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება - ევროპარლამენტარები "ოცნებას" და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაუსრულებელი კონფლიქტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ წაადგება, - ამის შესახებ თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები აცხადებენ. უცხოელი პოლიტიკოსები მხარეებს მოლაპარაკებებისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
უკვე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ევოკავშირში საქართველოს საკითხებზე მუშაობს, თბილისში მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მართავს. მათი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება ხელისუფლების მოვალეობაა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კი ოპოზოციიის.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ სამუშოა პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღეს, რადგან ხელისუფლებამ აღნიშნული პროცესი იმთავითვე ჩაკეტა. პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შესაძლოა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტაუსტან დაკავშირებით მიიღოს, ლომის წილი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა".
თითოეული საკითხი, რომელიც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას ან ვერმიღებას, ზუსტად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ყველანი, რომ ამ ყველაფერზე, როგორც დადებით ასევე, უარყოფით შედეგზე ლომის წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. „ოცნება“ არ წარმართავს ინკლუზიურად პროცესს, იმიტომ, რომ თვითონ „ოცნების“ მიზანია, ეს პროცესი ჰქონდეს მაქსიმალურად ჩაკეტილი, - ამბობს დაუშვილი.
"ქართული ოცნება" კი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ ოონენტებს არ სურთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებშ მიიღოს.
უცნობია, თუ რაზე მუშოაბდნენ ისინი. სავარაუდოდ, რაიმე განსაკუთრებული ან განსხვავებული მათ ვერ ექნებოდათ გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ პროცესში აბსოლუტურად ყველა ის საკითხი იქნა გათვალისწინებული, რომელიც 12 პუნქტიანი რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. რადიკალური ოპოზიციის გამიჯვნა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ისახავს ამ პროცესიდან, რომ დააზიანოს ეს პროცესი და ხელი შეუშალოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას. მათი მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე.
ამ დროისათვის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რიგით მე-11 სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო კომიტეტზე მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე საუბრობენ.
სხდომას ესწრება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც. ის ევროპარლამენტარებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს გააცნობს.
ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ავირჩიოთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შესაბამისი მოსაზრება კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნა ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. მნბიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩენი შეტავაზებების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა გათვალისწინებული. მხოლოდ და მხოლოდ ის საკითხი იქნა გაუთვალისწინებელი, რომელიც ეხება, რომ ეს საკითხი არის დროებითი და არა მუდმივი და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ამ მიმართულებით იქნება სრულად შესრულებული, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
ევრკომისიი12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშრებით "ქართული ოცნების" კანონპროექტები უკვე პარლამენტშია. რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ოპოზიციის ინიციატივები და კანონპროექტებიც, რის შემდეგაც მხარეები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად იმუშავებენ.