ამნისტიის პუნქტი - "ოცნებისთვის" სპერაზმელების გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

22.04.21 15:42
ამნისტიის პუნქტი - "ოცნებისთვის" სპერაზმელების გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

რა იგულისხმება ამნისტიის პუნქტში - შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია სხვა და განსხვავებულად კითხულობენ. მმართველ პარტიაში ისევ იმეორებენ, რომ ამნისტია შეეხება იმ სპეცრაზმელებსაც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს მათთვის პრინციპული საკითხია.

მმართველის პარტიის წევრი, შალვა პაპუაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. 

შეთანხმებაში დეტალურად არის ყველაფერი მოწესრიგებული და მათ შორის, განმარტებებიც თავის დროზე გაკეთებულია. ამ სპეკულაციების ერთადერთი მიზანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებმაც ვერ ჩაშალეს ამ ჯერზე ეს შეთანხმება, ახლა ჩაშალონ ამ შეთანხმების აღსრულება, - აცხადებს პაპუაშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, თვლის, რომ თუკი ამნისტია ნიკა მელიას შეეხება, მაშინ ის სპერაზმელებსაც უნდა შეეხოს.  

თუ სასამართლო არ შეიძლება, რომ შედგეს ნიკა მელიაზე, მაშინ სასამართლო არ უნდა შედგეს არავისზე. ეს არის ამნისტიის სულისკევთება. გამომდინარე აქედან, ნუ დავიწყებთ სეპკულაციას და ნუ დავიწყებთ კიდევ ერთხელ მცდელობას იმისა, რომ ის ძალები, რომელსაც სურს, საქართველოში კრიზისული ვითარება შეიქმნას და გაგრძელდეს, რომ რამენაირად მათს წისქვილზე წყალი დავასხათ, - აცხადებს ქადაგიშვილი.

ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, ნიკა მელიასთან ერთად  მოძალადე სპერაზმელების გათავისუფლების საკითხი მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ თქმით, თუ საბოლოო დოკუმენტში ამნისტიის საკითხი ამ ფორმით ჩაიწერება,ისინი დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 
 

მსგავსი სიახლეები