სიკეთით იცხოვრეთ - სკანდალში გახვეული სუს-ის შეფი კითხვებს გაურბის
სკანდალში გახვეული სუს-ის შეფი კითხვებს გაურბის, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა, თუმცა ოპოზიციის ტოტალურ კონტროლზე საუბარი არ ისურვა.
ლილუაშვილმე მედიას "სიკეთით ცხოვრებისკენ" მოუწოდა.
„დაწყნარდით, სიკეთით იცხივრეთ! არ გინდათ ამდენი ბოღმა და ბოროტება"- უთხრა სუს-ის ხელმძღვანელმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.
ოპოზიციური პარტიის წევრებზე თვალთვალისა და მოსმენების, ასევე პარტიებში აგენტების ჩანერგვის შესახებ ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებები "შაბათის ეთერმა" 17 სექტემბერს გაასაჯაროვა.
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება.