როცა ევროკავშირი შენს გირაოს იხდის, ბანდიტად და კრიმინალად კი არ გთვლიან - ხვიჩია მელიაზე
როცა ევროკავშირი იხდის შენს გირაოს, ანუ ბანდიტად არ გთვლიან - ამის შესახებ ,,გირჩის" ლიდერმა განაცხადა. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპელი პარლამენტარების წინადადებას უნდა დათანხმდეს.
მელიას გამოსაშვებად პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომ ჩემი აზრით სამყაროში ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამივიდოდა გარეთ. როცა ევროკავშირი იხდის შენს გირაოს, ანუ ბანდიტად და კრიმინალად კი არ გთვლიან, არამედ გთვლიან ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს - ამბობს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ მელია ამნისტიით გამოვა, მაშინ ახალი რეალობა იქნება და ამ შეღავათით ის პოლიციელებიც ისარგებლებენ, ვინც 20 ივნისის დარბევებში მონაწილეობდა. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ,,ნაცმოძრაობა" ევროკავშირის გირაოს დათანხმდებოდა.
ნიკა მელია და ,,ნაცმოძრაობა" იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე, რადგან მათ შეეძლოთ, აერჩიათ პირველი, გირაოს გზა.
ზოგადად არ მომწონს, რომ ამნისტიით ვაგვარებთ ამ საქმეს. თუ მელია გირაოს გადაიხდის, გვექნება ახლი რეალობა და თუ გადაიხდის, შემდეგ ახალი რეალობის მიხედვით გავაგრძელებთ ,,ქართულ ოცნებასთან" საუბარს.
ამნისტიის კანონპროექტი იმიტომ ხომ არ იქმნება, რომ პოლიციელები გამოსულიყვნენ ციხიდან, იმიტომ იქმნებოდა, რომ მელია გათავისუფლებულიყო - აცხადებს ხვიჩია