არ მიმართოთ პროვოკაციის ხერხს - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართულ ოპოზიციას

22.04.21 18:29
არ მიმართოთ პროვოკაციის ხერხს - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართულ ოპოზიციას

უკეთესი იქნება, ოპოზიცია საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს - ასეთია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მესიჯი ბრიუსელიდან. ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ უნდა აირჩიოს,  გათავისუფლების რომელ გზას უნდა მიმართოს და ამით პრობლემა დაასრულოს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, არ ვიცი, რა არის მისი პრობლემა, არის , ფულიც, გარანტიაც და ამნისტიის კანონიც. მას შეუძლია, იყოს თავისუფალი ნებისმიერ დროს. თუ მას ციხეში ყოფნა მოსწონს, ეს მისი პრობლემაა. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, რადაგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი გამარჯვებული იქნება. თუ გავცდებით თამაშის წესებს, ესაა სააკაშვილისა და პუტინის ინტერესები. ის ცდილობს, ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, ,,ნაცმოძრაობა" ცდილობს, რადიკალიზაციის და პროვოკაციის ხერხს მიმართოს, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ პუტინია, რაც ძალიან სირცხვილია - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი სიახლეები