პრემიერის მამას და სიმამრს სისხლიანი ანგარიშსწორების ორგანიზებაში ადანაშაულებენ

24.09.22 21:21
პრემიერის მამას და სიმამრს სისხლიანი ანგარიშსწორების ორგანიზებაში ადანაშაულებენ

ადამიანი, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე ღარიბაშვილის ოჯახი დედოფლისწყაროში კლანურ მმართველობასა და კორუფციაში არა ერთხელ ამხილა, ქვეყნიდან გაიქცა. ოპოზიციონერი გიორგი რობიტაშვილი, რომელიც რეგიონში ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტარიელ ღარიბაშვილის და "კაკაშას" არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობდა, იძულებული გახდა, საქართელოდან მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი გაეხიზნა.

ოპოზიცის ადგილობრივ ლიდერი ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მისივე მტკიცებით, ჯერ პრემიერის მამის ტარიელ ღარიბაშვილის დაკვეთით სასტიკად სცემს, ბოლოს კი უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა ციხეში გაუშვებდნენ. 

"ახლა ვარ სტრასბურგში, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი იმიტომ, რომ უკვე ისეთი მუქარები მოდიოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, დამიჭერდნენ.  შეეშვას პოლიტიკურ აქტივობას. რაიონში, მე არ მაქვს არავისთან დაპირისპირება, გარდა ამ ადამიანებთან პოლიტიკური დაპირისპირებისა, იმიტომ რომ მათ გაყვლიფეს დედოფლისწყარო.  ყველაფერი ისე ხდება როგორც კლანს შეეფერება. კორუფციაში ჩაფლულ კლანს"- ამბობს ქვრყნიდან გაქცეული პოლიტიკოსი. 

მისი მონაყოლის თანახმად, 2021 წლის 25 დეკემბერს ღამის 22:00საათზე, სახლში ბრუნდებოდა, როცა სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელი ჩასაფრება მოუწყო და და სცემა. 

ოპოზიციის ლიდერი დღეს პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ და სიმამრმა მას კორუფციული გარიგებების მხილება არ აპატიეს და სამაგალითოდ დასაჯეს. აცემინეს რომ ეს ამბავი ყველას ენახა  და გაეგო, შიშით კი შემდეგ რეგიონში ხმა ვეღარავის ამოეღო. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემზე თავდასხმა, იყო პოლიტიკური შეკვეთა ტარიელ ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილი. რომ თუ გოგიტა მოხვდება საკრებულოში არც ერთი არ დამენახოთო. რამდენჯერმე იყო უბანში და იქაურ ბიჭებს სთხოვდა, რომ მოდი ეს კაცი დამიმუშავეთ და ჩემზე იყოსო"- განაცხადა ოპოზიციონერმა. 

ირკვევა, რომ რობიტაშვილმა 2020 წლის გაზაფხულზე სკანდალური ფოტო გადაიღო, სადაც პრემიერის მამის "კაკაშას" და ადგილობრივი ბიზნესმენის ე.წ უცხოპლანეტელის შეხვედრა იყო ასახული . მაშინ რობიტაშვილმა "შაბათის ეთერს" ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ასე ქუჩის შეხვედრებზე წყდებოდა, ვისგან რა წილი უნდა მიეღო, ღარიბაშვილის მამას. 

ინტერვიუ შემდეგ, მისი მტკიცებით, პრემიერის სიმამრის სახელით გააფრთხილეს, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას თავს არ დაანებებდა და ღარიბაშვილზე კიდევ რამეს იტყოდა გაანადგურებდნენ.  

მსგავსი სიახლეები