ებრძვის თუ არა ვანო მერაბიშვილი? - ნიკა მელიას განცხადება

24.09.22 23:24
ებრძვის თუ არა ვანო მერაბიშვილი? - ნიკა მელიას განცხადება

ებრძვის თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს? ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "მას მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს". 

"რომ მქონდეს კონკრეტული ფაქტები ამას ვიტყოდი, მე ამ ადამიანზე წლების წინ ვთქვი ღიად რასაც ვფიქრობდი"- განაცხადა მელიამ. 

ენმ-ს თავმჯდომარე კითხვაზე ვის იბრძვის მის წინააღმდეგ, ამბობს, რომ "პროცესების უკან შეიძლება, "ოცნების" უჩინარი ხელი იყოს. 

მსგავსი სიახლეები