არ გრცხვენია? უნდა გამხილოთ! - მწვავე დაპირისპირება "რეაქციის" სტუდიაში (ვიდეო)
შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ამნისტრიის პუნქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გადაცემა რეაქციაში მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, კაკო ბობოხიძე, "რესპუბლიკელ" ხათუნა სამნიძეს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ "მისი და ვაშაძის ფუნქცია ,,ლელოს" დათანხმება იყო, პარლამენტში შეეყვანათ".
"მთელ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილებთ"- მიმართა ბობოხიძემ "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს.
"ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის შემდეგ ,,ლელოს" ებრძვით?"- დაინტერესდა ნაცვლიშვილი.
"მე შევასრულე ბიძინა ივანიშვილის დავალება?” – მიმართა ბობოხიძეს სამნიძემ.
“ლელო” არ გაყვა ელისაშვილს, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ “ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ”- თქვა ბობოხიძემ სამნიძის საპასუხოდ.